ჩვენს შესახებ

 

”წყალი მარგებელის” ისტორია ნაბეღლავის მინერალური წყლის მრავალწლიან ისტორიას უკავშირდება. ნაბეღლავის მინერალური წყლის საბადო მდებარეობს კურორტ ნაბეღლავის ტერიტორიაზე, მდ. გუბაზეულის ხეობაში, ზღვის დონიდან 450-475 მ სიმაღლეზე.

ნაბეღლავის წყარო 1905 წელს აღმოაჩინეს. გადმოცემის თანახმად,  გურიის ხელუხლებელი ბუნების წიაღში, ადგილობრივ მოსახლეობას ყურადღება ერთ-ერთი წყაროსთვის მიუქცევია,  წყალს ხარები ეტანებოდნენ; სწორედ მას აღმოაჩნდა განსაკუთრებული გემო და გამორჩეული სამკურნალო თვისებები.

ნაბეღლავის მინერალური წყლის საბადო მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში იქნა შესწავლილი ცნობილი ქართველი და უცხოელი მკვლევრების მიერ.


თავდაპირველად, წყლის ქიმიური შემადგენლობა შეისწავლა საქართველოში მოღვაწე ლატვიელმა მკვლევარმა, რობერტ კუპცისმა 1921 წელს. 1930-იან წლებში კი წყლის საბადოზე ჰიდროგეოლოგიური კვლევები ჩატარდა გამოჩენილი ქართველი და სხვა საბჭოთა მეცნიერების ხელმძღვანელობით.

1958 წლიდან დაიწყო „ნაბეღლავის“ წყლის ქარხნული წარმოება.

1997 წლიდან „ნაბეღლავის“ მინერალური წყლის ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო,  როცა წარმოებას სათავეში ჩაუდგა წყალი მარგებელი.”  კომპანია  მხოლოდ მინერალური წყალი „ნაბეღლავის“ წარმოებით არ შემოიფარგლა და 2002 წლიდან  დაიწყო წყაროს წყალი „ბახმაროს“ ჩამოსხმა.

2017 წლიდან „წყალი მარგებელ“-მა ევროპაში წვენებისა და უალკოჰოლო სასმელების ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებელ კომპანია „რაუხთან“ ერთობლივი წარმოება დაიწყო.

2017 წლის 24 ივნისს ახალი, მრავალპროფილური უალკოჰოლო სასმელების ქარხანა გაიხსნა. ამ ქარხანაში „წყალი მარგებელი“ აწარმოებს, როგორც მინერალურ წყალ „ნაბეღლავსა“ და წყაროს წყალ „ბახმაროს“, ასევე „რაუხის“ წვენებს, ცივ ჩაის, ლიმონათსა და სხვა უალკოჰოლო სასმელს.

„რაუხისა“ და „წყალი მარგებლის“ თანამშრომლობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ექსპორტის ზრდასა და ეკონომიკურ წინსვლაში.