სიახლეები

სიახლეები

20.10.2019

EBRD სს „წყალი მარგებლის“ ქარხანაზე

სოფელ ნაბეღლავში სს „წყალი მარგებლის“ უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, ახალი სიმძლავრის ქარხანა ეკოლოგიაზე ზრუნვით, ნარჩენების გადამუშავებითა და ენერგო ეფექტურობით გამოირჩევა. ეკოლოგიის კუთხით ქარხანას ნარჩენი სითხის გადამუშავების სისტემა აქვს. რომელიც მდინარე გუბაზეულის პირას მდებარეობს, ქარხანა თბური ტუმბოს ტექნოლოგიებს სრულად, საქართველოში ინდუსტრიაში პირველად გამოიყენებს. ამ ტექნოლოგიის დახმარებით ქარხნის 20 000 კვ.მ. ფართობის გათბობა-გაგრილებისთვის, ხოლო ტექნოლოგიური მიზნებისათვის - სიცივისთვის, მდინარის წყალი გამოიყენება, ისე რომ წყლის ფიზიკური და ქიმიური თვისებები არ იცვლება. დღესდღეისობით ქარხნის ნარჩენების სეპარაციის დონე არის 90%, რომელიც 2030 წელს 99%-მდე გაიზრდება.

ვიდეოს სანახავად ეწვით https://www.youtube.com/watch?v=9GQAGsYNNCc