სიახლეები

სიახლეები

19.08.2018

კურორტ ბახმაროს პოპულარიზაციისა და ხელშეწყობის მიზნით, ტრადიციული დოღი „ბახმაროს თასი 2018” წყაროს წყალი „ბახმაროსა“ და „ნაბეღლავის“ მწარმოებელი კომპანიის სს “ წყალი მარგებელის“ ორგანიზებით 19 აგვისტოს გაიმართა.  ტრადიციულ დოღში მონაწილეობა,საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა 50-მდე ცხენოსანმა მიიღო. დოღის დაწყებამდე გაიმართა საზეიმო მსვლელობა, რომელიც საზეიმოდ გახსნა ეროვნულ თამაშებში სპორტის ოსტატმა- ლევან კალანდაძემ, ვეტერანმა ცხენოსანმა ელგუჯა თოდრიამ და ჩოხატაურის ბავშვებმა, საზეიმო სვლა მუსიკალურად გააფორმეს „დრამერების სკოლის“ მუსიკოსებმა. 

სს „წყალი მარგებელმა“ სპეციალურად ღონისძებისათვის საპრიზო ფონდი 10 000 ლარი დააწესა, რომელიც გამარჯვებულებს ადგილისა და გარბენის შესაბამისად გადაეცათ. ასევე აღსანიშნავია, რომ ცხენოსანთა თხოვნით ღონისძების წინ, გარბენთა რაოდენობას დაემატა მეხუთე გარბენი. ე.წ „ბრავოს პრიზი“ რომლისთვისაც სს „წყალი მარგებელმა“ დამატებით თანხა გამოყო. ფულად პრიზთან ერთად გამარჯვებულებს კომპანია „ართთაიმმა“ ბრენდების „Tissot” და “Swatch” საათები გადასცა. ღონისძიების მთავარი გარბენის „ბახმაროს თასი 2018“ მფლობელი გახდა - ოზურგეთის წარმომადგენელი თორნიკე თოდრია.

წყაროს წყალი „ბახმაროსა“ და „ნაბეღლავის“ მწარმოებელი კომპანია სს „წყალი მარგებელი“ თითოეულ მონაწილეს ულოცავს გამარჯვებას.