სიახლეები

სიახლეები

02.11.2017

იპი-ს პირველი საექსპორტო პარტია არაბეთის ნახევარკუნძულის ქვეყნებში გავიდა

2017 წლის ნოემბერში, საქართველოში დამზადებული კომპანია "რაუხის" პროდუქცია, კერძოდ საბავშვო წვენი "Yippi" პირველად გავიდა ექსპორტზე არაბეთის ნახევარკუნძულის ქვეყნებში. იპის 6-ვე გემო, მთლიანობაში 8 კონტეინერი გაგზავნილია საუდის არაბეთში, ქუვეითსა და ყატარში.

შეგახსენებთ რომ მიმდინარე წლის ივნისში გურიაში ახალი, მრავალპროფილური უალკოჰოლო სასმელების ქარხანა გაიხსნა. ამ ქარხანაში „წყალი მარგებელი“ აწარმოებს, როგორც მინერალურ წყალ „ნაბეღლავსა“ და წყაროს წყალ „ბახმაროს“, ასევე „რაუხის“ წვენებს, ცივ ჩაის, ლიმონათსა და სხვა უალკოჰოლო სასმელს.

 

„რაუხისა“ და „წყალი მარგებლის“ თანამშრომლობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ექსპორტის ზრდასა და ეკონომიკურ წინსვლაში.