სიახლეები

სიახლეები

20.06.2018

ჯეო-ნატურა - ახალი ბრენდი ქართულ ბაზარზე

"წყალმა მარგებელმა" ახალი ბრენდის "ჯეო-ნატურას" წარმოება დაიწყო. 

"ჯეო ნატურას" ბრენდის ქვეშ გაერთიანებული იქნება საკვებისა და სასმელის კატეგორიების მრავალი პროდუქტი. 

ჯერ-ჯერობით მომხმარებელი მხოლოდ ნატურალურ, მინერალურ წყალს "ჯეო ნატურას" შეხვდება, თუმცა სამომავლოდ ის არაერთ გემრიელ და მაღალი ხარისხის ქართულ პროდუქციას იხილავს ამ სახელით. 

პროდუქტისთვის შიდა ბაზართან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია საექსპორტო ბაზარიც. 

სლოგანი "Come to Georgia" სტუმრებს ეპატიჟება საქართველოში და ცდილობს ყველა პროდუქტით, რომელიც ბრენდის ქვეშ იქნება გაერთიანებული, მცირე წარმოდგენა შეუქმნას უცხოელებს საქართველოზე.