სიახლეები

სიახლეები

20.07.2021

ქართული მისია მარსზე (R)

კოსმოსში პირველი ადამიანის გაშვებიდან - 60, ნაბეღლავის წყაროს აღმოჩენიდან კი უკვე 116 წელი გავიდა. ახლა ქართული მისია მარსზე მიემგზავრება.

„ნაბეღლავი“ უკვე დიდი ხანია არ ცნობს საზღვრებს და ცდილობს მაქსიმუმი გააკეთოს ქართული კულტურისა და ეკონომიკის განვითარებისთვის. დღეს ეს ლიმიტი ატმოსფეროსაც ცდება, რითიც „წყალი მარგებელი“ ახალი მწვერვალების დაპყრობის სულ სხვაგვარ განმარტებას გვთავაზობს.

„ნაბეღლავისთვის“ მასშტაბი არასდროს ყოფილა დაბრკოლება. მისი ამბავი ნულიდან შექმნილი წარმატების ისტორიაა - ბევრი სირთულით, კიდევ უფრო მეტი ყოველდღიური გამოწვევითა და ბრენდის მდგრადობის უმაღლესი ხარისხით.

ანიმაცია „ქართული მისია მარსზე“ „ნაბეღლავის“ განვითარების გზას მხატვრულად და იუმორისტულად გვიზიარებს და თანაც, მსოფლიო ტენდენციებს უწყობს ფეხს.

„ნაბეღლავის“ მოგზაურობა 10 წუთსა და ოც წამზე მეტსაც გაგრძელდება და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები შემდეგ ეპიზოდებში.


პირველი ეპიზოდი : https://www.youtube.com/watch?v=wpuf9u_X8pI