სიახლეები

სიახლეები

26.09.2017

“წყალი მარგებელმა” მოჰიტოს წარმოება დაიწყო

კომპანია „წყალი მარგებელს“ უალკოჰოლო სასმელების ბაზარზე ახალი პროდუქტი – მოჰიტო გამოაქვს. სასმელი „ბუღას“ ბრენდით გაიყიდება.  კომპანიაში აცხადებენ, რომ გაზირებული მოჰიტო მარწყვის არომატით და მოჰიტო კლასიკური უკვე ჩამოისხა და სარეალიზაციო ქსელში მიმდინარე კვირაში, ეტაპობრივად გავა.

 

კომპანიის ინფორმაციით, ახალი პროდუქტი 0.33 ლიტრიან ალუმინის ქილაში გაიყიდება.  რაც შეეხება ფასს, კომპანიაში აცხადებენ, რომ ახალი პროდუქტი ენერგეტიკული სასმელი „ბუღას“ საფასო სეგმენტში  (2-2.20 ლარი)  იქნება.

 

როგორც ცნობილია, კომპანია „წყალი მარგებელმა“ ბაზარზე ქართული ენერგეტიკული სასმელი "ბუღა" მიმდინარე წლის აგვისტოში  გამოიტანა. სასმელი  საშუალო სეგმენტზე გათვლილი ენერგეტიკული სასმელია. დღეს კომპანიაში აცხადებენ, რომ ახალი უალკოჰოლური სასმელი მოჰიტო "ბუღას" ოჯახის წევრია.

 

კომპანია წყალი მარგებელმა“   რამდენიმე ახალი ხაზის ამოქმედება მიმდინარე ზაფხულში, ახალი ქარხნის გახსნისთანავე დააანონსა. მაშინ  კომპანიაში აცხადებდნენ, რომ აგვისტოდან ბაზარზე ახალი პროდქუტების გამოშვება იგეგმებოდა.

 

ახალი ქარხნის მშენებლობა და მისი თანამედროვე სტანდარტების მქონე მანქანა-დანადგარებით აღჭურვა დაახლოებით 40 მილიონი ევრო დაჯდა. ქარხანა, გურიის რეგიონში, სოფელ ნაბეღლავში, ნაბეღლავის ძველი ქარხნის გვერდით მდებარეობს. ახალი ქარხნის მშენებლობა 2015 წლის შემოდგომაზე დაიწყო.

 

წყარო: http://commersant.ge/?view=post&id=132165&lang_id=ge