Hard Seltzer ალკოჰოლური სასმელის ახალი კატეგორიაა, რომლის ისტორიაც აშშ-ში დაიწყო. სასმელის ბაზრის მოცულობა 2019 წელს 4.4 მილიარდი აშშ დოლარს შეადგენდა და მოსალოდნელია, რომ ეს მაჩვენებელი 2027 წლამდე კიდევ 16.2%-ით გაიზრდება. კატეგორიის მსგავსი ზრდის განმაპირობებელი მთავარი ფაქტორები სასმელში არსებული კალორიების სიმცირეა სხვა გაზირებულ, ალკოჰოლურ პროდუქტებთან შედარებით. 2020 წელს ლუდის ტოპ ბრენდებიდან არაერთმა დაიწყო ჰარდ ზელცერის წარმოება, მათ შორისაა Molson Coors, Corona, Budweiser და Boston Beer Company. White Powder® Hard Seltzer ს.ს „წყალი მარგებლის“ ქარხანაში იწარმოება. კომპანია 20 წელზე მეტია მინერალური წყალი „ნაბეღლავის“ წარმოების სათავეშია. 2017 წლიდან კი „წყალი მარგებელი“ ევროპაში წვენებისა და უალკოჰოლო სასმელების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებლის, „რაუხის“, პარტნიორია. White Powder® გამჭვირვალე, კრისტალურად სუფთა ალკოჰოლური სასმელია, ხილის არომატით, მხოლოდ  99 კკალ-ით, 1გ შაქრით, გლუტენის გარეშე. მის შემადგენლობაში გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის ალკოჰოლი გემოსა და სუნის გარეშე, რაც კატეგორიისთვის დამახასიათებელი სიმსუბუქისა და სიჯანსაღის განმსაზღვრელია. ესაა პრემიუმ პროდუქტი სოციალურად აქტიური ადამიანებისთვის; მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი, მეგობრებთან გაზიარებული მომენტები და ახალი თავგადასავლები. https://whitepowder.net/
  • White Powder - გრეიპფრუტი